„SOLOLINE-ი’’ 2012 წლიდან ექსკლუზიური პროდუქციით, სადისტრიბუციო მომსახურებას უწევს სასალონე, სამარკეტე და სააფთიაქო სექტორს, როგორც საცალო, ისე საბითუმო სეგმენტში.
კომპანიამ, რომლის მთავარ ხაზს - თმის მოვლის პრემიუმკლასის პროფესიონალური საშუალებები წარმოადგენს, ფართო გაყიდვების დინამიკით, ძლიერი მარკეტინგითა და სადილერო სტრუქტურით, საკუთარი ნიშა დაიკავა ქართულ ბაზარზე და დღეის მდგომარეობით, პარტნიორ კომპანიებთან ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად, არაერთი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია:
LILA COSMETICS – LILAFIX PROFESSIONAL, MAXX DELUXE PROFESSIONAL, MAXX DELUXE BEAUTY EXPERT, MAXX DELUXE NATURAL BEAUTY, SEA COLOR - ის პროდუქცია ევროკავშირის ნორმებისა და წარმოების პრაქტიკის GMP და ISO 9001 ხარისხის სტანდარტების შესაბამისად, ოცი ათასი კვადრატული მეტრის დახურულ ფართობზე იქმნება.
KUAF PROFESSIONAL
REDIST PROFESSIONAL
REDONE PROFESSIONAL
RNS MEDICAL
ANTAC COSMETICS
KANZUK COSMETICS
BOTANIC VEGAN
„SOLOLINE-ის“ მთავარი კონცეფცია მუდმივი განვითარება და სანდოობაა სწორედ ამ მიზნისკენ არის მიმართული მისი მრავალმხრივი საქმიანობის სპექტრი, მათ შორის - უწყვეტი რეგიონული გაფართოება და საქართველოს ყველა ქალაქში სადისტრიბუციო მიწოდების სრულფასოვანი სერვისის დამკვიდრება. მენეჯმენტი ორიენტირებულია რეალიზების სტაბილურ ზრდაზე; შესაბამისად, პროდუქციის ღირებულება მაქსიმალურად ხელმისაწვდომია კმაყოფილი და ერთგული მომხმარებლისათვის.
კომპანია დაინტერესებულია აქტიური და მოტივირებული სტილისტების პროფესიული განვითარებითა და კარიერული წინსვლით; უზრუნველყოფს მათ ვიზიტს ანტალიაში, პარტნიორი მწარმოებელი “Lila cosmetics-ის“ მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ოთხდღიან ფესტივალზე ,,LILA FEST”, სადაც ისინი ესწრებიან სემინარებსა და პროფესიონალთა მასტერკლასებს.